ცხადდება სტაჟირების კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტში. სტაჟირების მიზანია ხელი შეუწყოს ინსტიტუტის საქმიანობაში სტუდენტების მონაწილეობას.
ძირითადი ინფორმაცია:
• სტაჟირების ხელმძღვანელი: ირინე ქურდაძე, სამართლის დოქტორი, პროფესორი, საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორი
• მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა: 5
• სავალდებულო მოთხოვნა:
იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო ან სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტი
• სტაჟირების გავლის ადგილი: თსუ, მე-2 კორპუსი
• სტაჟიორის ფუნქციები:
განისაზღვრება საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის საქმიანობის შესაბამისად
• სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე
• სტაჟირების დასრულება: სტაჟირების დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი
• სარეგისტრაციო დოკუმენტი:
დაინტერესებულმა პირმა სარეგისტრაციო ელ-ფოსტაზე უნდა ატვირთოს CV
• განაცხადები მიიღება ელ-ფოსტაზე: info_ili@tsu.ge
Subject-ში მიუთითეთ „სტაჟირება“
• განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 7 ნოემბრის 17:00 საათამდე
კანდიდატთა შერჩევა მოხდება კონკურსის საფუძველზე.
საკონტაქტო პირი:
მაკა კევლიშვილი
599 31 01 21